ადამიანის ჯანმრთელობა და
საკვები პროდუქტები
პროექტის მთავარი იდეა (თემა): ადამიანის საკვები პროდუქტი შეიცავს საკვებ დანამატებს რომლებიც ხელს უწყობს მის შენახვას, არომატიულობას და შეფერილობას.
მაგრამ საკვები დანამატები გარკვეული ნორმით უნდა იყოს საკვებში. თუ ნორმები დარღვეულია საკვები ადამიანისათვის საზიანო ხდება.
პროექტის აქტუალობა: პროექტში ჩადებული თემა მეტად პრობლემურია. იგი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს იმ ცოდნის და უნარ–ჩვევების დაუფლებაში, რაც დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვასთან. პროექტი შეეხება ადამიანისათვის მნიშვნელოვან საკითხს. საკვები პროდუქტი, რომელსაც ადამიანი შეიძენს არ შეიძლება იყოს ეტიკეტის გარეშე. ზუსტად უნდა იყოს მითითებული შემადგენელი ნივთიერებები და აგრეთვე საკვები დანამატები და მათი რაოდენობა.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა გაიხსენონ, რომ საკვები მეტ_ნაკლებად შეიცავს შემდეგ კომპონენტებს: ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს. მათი შედგენილობით და თანაფარდობით მოსწავლეებს შეუძლიათ სასურველი საკვები პროდუქტის შერჩევა. პროექტის მიზანია, რომ მოსწავლეებმა გაამახვილონ ყურადღება საკვებ პროდუქტებში არსებულ ქიმიურად მიღებულ დანამატებზე, რომლებიც ადამიანისათვის მავნეა.
მონაწილეთა ასაკი: 15– 16 წელი.
ვადები/ ხანგრძლივობა: ერთი კვი
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტის დამუშავების შემდეგ მოსწავლეები ექსპერიმენტის გზით შეძლებენ საკვებში: ცილების, ცხიმების და სახამებლის აღმოჩენას. მოსწავლეებმა კედლის გაზეთში გამოაქვეყნეს სტატია ,,მავნე საკვები დანამატების შესახებ,, დაამზადეს სასკოლო ბუკლეტები აღნიშნულ თემაზე.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სასკოლო ლიტერატურა–წიგნები, ქიმიის და მისი მონათესავე მეცნიერების ბიოლოგიის, ქიმიური რეაქტივები, ქიმიური ჭურჭელი. კომპიუტერი. სატელევიზიო გადაცემები.
პროექტის მსვლელობა/ძირითადი აქტივობები:
კლასი დავყევი ორ ჯგუფად. პირველ ჯგუფს დავავალე ინფორმაციის მოძიება საკვების შემადგენელი ორგანული ნივთიერებების: ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების შესახებ.
მეორე ჯგუფს მივეცი შემდეგი დავალება: ინფორმაციის მოძიება საკვები დანამატების შესახებ: ბუნებრივი და ქიმიური დანამატების შესახებ.
დავამატე მესამე ჯგუფი, რომელსაც მივეცი დავალება: ინფორმაციის მოძიება ადამიანისათვის მავნე დანამატების შესახებ.
სამივე ჯგუფის დავალება: თითოეულმა ჯგუფმა გამოიკვლიეთ სამ–სამი საკვები პროდუქტის შედგენილობა ეტიკეტის მიხედვით |პროდუქტის სახეობას თვითონ აირჩევენ.
სამივე ჯგუფი აგროვებს ინფორმაციას საკვებში ორგანული ნივთიერებების გამოკვლევის შესახებ (ექსპერიმენტი).
პერიოდულად ვამოწმებ ჯგუფების მუშაობას.
შემდეგ ვაწარმოებ პროექტის პრეზენტაციას. საბოლოოდ ხდება პროექტის შემაჯამებელი შეფასება.
მოსწავლეები წარმოადგენენ ანგარიშს ჩატარებული მუშაობის შესახებ.
მასწავლებელი შეაფასებს შეფასების სქემის მიხედვით.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბიოლოგია.
კვლ.VIII.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
კვლ.VIII.2. მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა.
კვლ.VIII.3. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.
კვლ.VIII.4. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
ბიოლ.VIII.9.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა ადამიანისათვის.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ფირცხალაიშვილი ლელა.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: lfircxalaishvili@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий